ახალი ამბები
დავით ბაქრაძე ენგურის ხიდზე: ოკუპაციის დამარცხება ჩვენს ხელშია (ვიდეო)
„ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში და ის ქვეყანას ბოროეტებას ახსენებს, რომელსაც  რუსული ოკუპაცია ჰქვია. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნეიბთ არ დამითმია“.

"ამ ბოროტების დამარცხება თითოეული ჩვენგანის ხელშია, თუ ჩვენს გულებში ვატარებთ სოხუმის და ცხინვალის იდეას. საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. სწორედ ეს იქნება ჩვენი ამოცანა, მშვიდობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენი ბრძოლა ამ ბოროტების დამთავრებისთვის გრძელდება და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს არ შევეგუებით ამ უბედურებას, ქვეყნის დაყოფას და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი თენგიზ გუნავა თვლის, რომ  აფხაზეთი, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებითა და ჩართულობით უნდა დაუბრუნდეს. 


დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.
Print