ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალიდან დათბება
ზუგდიდში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან, 27-28 გრადუსამდე მოიმატებს.

„დღეს საღამოდან ველოდებით გამოდარებას. ხუთ ოქტომბრამდე შენარჩუნდება უნალექო ამინდები სამეგრელოში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, ზოგან შეიძლება 29 გრადუსაც მიაღწიოს“, - ამბობენ სააგენტოში.

ზუგდიდში ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 18-16 გრადუსი იყო.
Print
თეგები: ამინდი / ზუგდიდი /