რეგიონი
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" რუხში დაიხურება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ციხის ტერიტორიაზე,  „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ დახურვის  ცერემონია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო პიკნიკი მოეწყობა. უმაღლესი სასწავლებლები სხვადსხვა პროექტებს, ლაბორატორიულ ცდებს, სტუდენტების მიერ დამზადებულ სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობებს წარადგენენ. გარდა ამისა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის და  სამაჩაბლოს  ისტორიული მემკვიდრეობის  ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყობა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. მისი ორგანიზატორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან.

ფესტივალის დახურვის ღონისძიება ბენდის “New One”  კონცერტით დასრულდება.

Print