რეგიონი
ძმის მკვლელობაში ბრალდებული: ჩემი ძმა მიყვარს და მეყვარება

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რითაც სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა მისთვის აღკვეთის შეფარდების შესახებ. თავად ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს.

"არ მსურს ადვოკატი. არაფრის თქმას არ ვაპირებ, ისეთ რამეს შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება",- ასე უპასუხა მოსამართლის კითხვას ადვოკატის შესახებ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა.

შემთხვევა ორი დღის წინ, ერთ-ერთ სასაფალაოზე მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ძმას ორი დღის წინ მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს, მისი ძმა კი საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


 

Print