ახალი ამბები
ააიპ-ის თანამშრომელმა, რომელიც შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებდა, ფეისბუქზე პროფილი გააუქმა
ზუგდიდის მერიის ააიპ „ბიბლითეკების მართვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ ფეისბუქზე საკუთარი ანგარიში გააუქმა. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ამის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოსტები საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.

"მაინც გამირბის ხელი, რომ რაღაც დავწერო, ამიტომაც გავაუქმე დროებით, თქვენც დაისვენებთ და მეც", - გვითხრა ფარცვანიამ.

ზაზა ფარცვანიამ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს თამთა თოდაძეს შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერა.

მანამდე მან გაფრთხილება აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო მიიღო. უფრო ადრე კი ფარცვანიას ფეისბუქზე სიძულვილის ენა აფგან მუხთარლის საქმის შესახებ დაწერილ პოსტებშიც იკვეთებოდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომლის შეურაცხმყოფელი კომენტარი თამთა თოდაძის მიმართ
Print