რეგიონი
სოხუმში დაზიანებულის ნაცვლად ახალ პალმებს დარგავენ
სოხუმში, აფხაზური დრამატული თეატრის წინ პალმების დარგვა დაიწყეს. ქალაქის კომუნალური სამმართველოს ხელმძღვანელის ელენა ატეპინას თქმით, ახალ ხეებს მავნებლისგან დაზიანებული მცენარეების ნაცვლად რაგავენ, რომლებიც ორი კვირის წინ მოჭრეს, წერ "აიაირა".

"ჩვენ მოველაპარაკეთ ბოტანიკურ ბაღს და შევარჩიეთ ახალგაზრდა ჯანრთელი პალმები", - აღნიშნა მან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაირგვება 7 პალმა, რომლის სიმაღლე ორ-ნახევარ მეტრს აღწევს. ატეპინამ აღნიშნა, რომ სანაპიროზე პალმებს ჯერჯერობით ვერ დარგავენ, რადგან იქ არსებული გრუნტი მათთვის არახელსაყრელია.

პალმის მავნებელი - წითელი ცხვირგრძელა აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში, გასულ წელს გავრცელდა და ქალაქში ხეების დიდი ნაწილი დააზიანა.

ამავე თემაზე :

სოხუმში დაზიანებული პალმების წამლობა მიმდინარეობს

სოხუმში წითელი ცხვირგრძელას მიერ განადგურებული ათამდე პალმა მოჭრეს


Print