ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული თბილისში გადაიყვანეს
ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, ოჯახის წევრების მოთხოვნით, თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი ორი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. ამის შესახებ რადიო „ათინათს“  საავადმყოფოში უთხრეს. მედიკოსების ცნობით, ორი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და  მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე -6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ამავე თემაზე:

ნაწულუკუში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შსს: მძღოლს რომელიც ნაწულუკუში ავარიის შედეგად გარდაიცვალა, პატრული მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა
Print