ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ. ერთ-ერთი მათგანის ლევან კვარაცხელიას თქმით, ამ ეტაპზე 80-მდე ხელმოწერა აქვთ.

„ხელმოწერების შეგროვების მიზანია შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართებლივი დევნა და იგი დაუბრუნეს საქართველოში. ამ ხელმოწერების შესახებ იციან პარტიაში და თავად სააკაშვილისთვისაც ცნობილია“, - ამბობს კვარაცხელია.

მისივე ინფორმაციით, ხელმოწერებს აღნიშნული მოთხოვნით სხვა ქალაქებშიც აგროვებენ.

Print