ახალი ამბები
რა პროექტების განხორციელებას ითხოვენ მოქალაქეები ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მომავალ წელს 26 პროექტი განხორციელდება. მოქალაქეთა მიერ საკრებულოში შემოტანილი საპროექტო ინიციატივებს შორის გამარჯვებულები ფარული კენჭისყრით გამოვლინდა.

შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება:

ეგრისის ზონა


1. დასასვენებელი სივრცე (პარკი, სკვერი) - გოროზიას 114;
2. გადახურული სავარჯიშო ასაზიდი კონსტრუქციები - მ. კოსტავას ქუჩის ბოლო;
3. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით - ბაგრატიონის და 25 დეკემბრის ქუჩების კვეთა;
4. საბავშვო ბაღის ღობის მოწყობა - 25 დეკემბრის ქუჩა #15;
5. მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა - ა. წერეთლის ქუჩა #8;
6. ქუჩების ნუმერიზაცია;
7. მოსაცდელი - პუშკინის ქუჩაზე ტაძრის მიმდებარედ, საჯვაროს უბანი;
8. სკვერის რეაბილიტაცია ბავშვთა გასართობი სივრცით - სოხუმის ქუჩა;
9. საკალათბურთო მოედანი - ი. ჭავჭავაძის ქუჩა;

მაცხოვრისკარის ზონა


1. მინი სპორტული სტადიონი - ბერანძის ქ. #11;
2. მინი სპორტული სტადიონი - ლომონოსოვის ქუჩის მიმდებარედ;
3. მინი სპორტული მოედანი - ლომთათიძის ქუჩის #1 შესახვევის მიმდებარედ;

კოლხეთის ზონა

1. პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩების ნუმერიზაცია და სამღებრო სამუშაოები - პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩები;
2. სანიაღვრე არხი - ალ. ჭავჭავაძის ქუჩა;
3. სპორტულ-გასართობი მოედანი - მოსაშვილის ქუჩა.

ოდიშის ზონა


1. მინი სტადიონის მოწყობა - თბილისის ქ. #2;
2. „ჯანმრთელი მომავალი“ (პარკი, სკვერი, საბავშვო სივრცე) - თაბუკაშვილის შესახვევი #4;
3. სატრენაჟორო სივრცე - ბერიას ქუჩა;
4. სპორტულ-გასართობი მოედანი - თბილისის ქ.;
5. ფიტნეს სივრცე "თაობა" - ზ. გამსახურდიას გამზირი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია;
6. იონა მეუნარგიას სახელობის სკვერის კეთილმოწყობა - გამსახურდიას და თავისუფლების ქუჩების კვეთა;

ენგურის ზონა


1. მრავალბინიანი კორპუსის ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა - თამარ მეფის ქ. #18;
2. ეზოს კეთილმოწყობა - თამარ მეფის ქ. #27,28,29;
3. მდ. კუჩხობონის სანაპირო ზოლის გამწვანება (პარკის მოწყობა), ხიდის რეაბილიტაცია - თამარ მეფისა და მაია წყნეთელის ქუჩების კვეთა;
4. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები - ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ;
5. სკვერის მოწყობა - თამარ მეფის #30 #33 კორპუსებს შორის.







Print