ახალი ამბები
ჩხორიაში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საავადმყოფოში უთხრეს. მედიკოსების ინფორმაციით, მკურნალობას ამ ეტაპზე ერთი პაციენტი აგრძელებს, მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„ერთი პაციენტი უკვე გაეწერა. საავადმყოფოში რჩება ერთი ახალგაზრდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - ამბობენ საავადმყოფოში.

სოფელ ნაწულუკუში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან.

ამავე თემაზე:

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია

ჩხორიაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
Print