ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის თანამშრომლებს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგინეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს დღეს ახლად დანიშნული რეჟისორი ლაშა შეროზია წარუდგინეს. სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბადრი მაისურაძემ გააცნო.

„სამინისტროს მიერ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე კანდიდატმა მიიღო. საბჭომ ყველა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა. ლაშა შეროზიას მიერ წარმოდგენილი გეგმა ერთხმად მისაღები აღმოჩნდა. საბჭომ მიიჩნია, რომ ის იყო შესაფერისი კანდიდატურა, რომელიც ამ თეატრის დღევანდელ გამოწვევებს გაუმკლავდება“, - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა თეა ონიანმა.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ლაშა შეროზია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალურ პროექტში. ამასთან ერთად, ის არასამთავრობო ორგანიზაცია „International Union of Young Artists” ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ლაშა შეროზიამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბადრი წერედიანი შეცვალა.

Print