რეგიონი
მერი: გვაქვს პირობა, რომ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება
სამშენებლო კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარე წყლის დეკემბერში დასრულდება და წყალს გაუშვებენ. ამის შესახებ გიორგი შენგელიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე, 6 თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, კომპანიამ ხელშეკრულებით სამუშაოები თებერვალში უნდა დაასრულოს, თუმცა ეს შესაძლებელია, უფრო ადრეც მოხდეს.

„თებერვალში აუცილებლად უნდა დასრულდეს მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდება და ეს ალბათ არ აწყობთ. გვაქვს პირობა, რომ წყალს დეკემბერში გაუშვებენ“, - თქვა მერმა.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე, შენდება სატუმბი სადგური, საქლორატორო და რეზერვუარები. მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ზუგდიდის მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიეწოდოს. პროექტის ღირებულება 94 135 807 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

Print