ახალი ამბები
სოხუმში ავტოფარეხები დაიწვა
სოხუმში, ახალი რაიონში მდებარე ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ავტოფარეხი მთლიანად დაიწვა, კიდევ ორი - ნაწილობრივ, დაზიანებულია ერთი ავტომობილი. ამავე ცნობით, ხანძარი ნაგებობის დანარჩენ ნაწილზე, სადაც 20-მდე ავტოფარეხი დგას, არ გავრცელებულა.

ხანძრის წარმოშობის მიზეზები ჯერჯერობით გაურკვეველია.
ვიდეო


Print