ახალი ამბები
აფხაზეთის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა
აფხაზეთის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის 50% ლიკვიდირებულია, ცეცხლის ჩაქრობაში რუსული ავიაციაა ჩართული. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. ამ დროისათვის, რუსული თვითმფრინავი „ამფიბია ბე -200“ წებელდის მიდამოებში აქრობს ცეცხლის კერებს, ხოლო ვერტმფრენი მი - 8 გაგრის რაიონში მუშაობს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ სატბეი გინდიამ განუცხადა. მისივე თქმით, გუშინ მეხანძრეებმა კოდორის ხეობაში გაჩენილი ხანძრის კერის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა, ამ დრომდე რჩება ცეცხლის მცირე კერები, რომელთაც დღის ბოლომდე ჩააქრობენ. მისივე ცნობით, ამის შემდეგ, რუსული ვერტმფრენი სოხუმის რაიონში გაემართება ხანძრის ჩასაქრობად.

სოხუმისა და გაგრის რაიონში გავრცელებული ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსული ავიაცია 16 ნოემბერიდან ჩაერთო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის კერები 10 ნოემბერს დაფიქსირდა. აფხაზმა მაშველებმა რუს კოლეგებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართეს, რაც გაირკვა, რომ ცეცხლს ადგილობრივი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ.

ამავე თემაზე:


სოხუმში ავტოფარეხები დაიწვა 

მესტიასა და მარტვილში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სოხუმში დაკვამლიანება შეიმჩნეოდა


Print