ახალი ამბები
აფხაზეთის ტყის მასივებში ხანძარი ლიკვიდირებულია
აფხაზეთის ტყის მასივებში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, წერს „აბხაზია ინფორმი“. სოხუმისა და გაგრის რაიონებში 10 ნოემბრიდან გავრცელებული ხანძრის ფართობი 11 ათას ჰექტარს შეადგენდა. ტყის ქვედა საფარზე მოდებული ცეცხლის ჩასაქრობად ავიციამ, საერთო ჯამში, 2000 ტონა წყალი გამოიყენა.

გამოცემის ცნობით, უწყების თანამშრომლები კვლავაც განახორციელებენ აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგს.
Print