ახალი ამბები
ედიშერ თოლორაიას ბიუროს შენობის შესასვლელთან ბოქლომები დაკიდეს (ვიდეო)
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას ბიუროს კარებზე ბოქლომის დადება სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
ბოლოს აქციის მონაწილეებმა ბოქლომების ბიუროს შესასვლელ კიბესთან დატოვება გადაწყვიტეს.

„მმართველმა პარტიამ დაგვახვედრა აქ ე.წ ტიტუშკები და აგრესიული ხალხი. რომლებმაც  არ მოგვცეს საშუალება მშვიდობიანად გამოგვეხატა პროტესტი. ეს მთავრობა არის გაუქმებული უკვე და ჩვენ მათ აუცილებლად დავაბოქლომებთ“, - ამბობს აქციის მონაწილე დარიკო არქანია.

ოპოზიცია ბოქლომის დადებას ზუგდიდის მაჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიუროსთანაც ცდილობდა.
Print