ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები  ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევის გამო ცენტრალურ ქუჩაზე ნაწილობრივ შეზღუდულია მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
Print