ახალი ამბები
ზუგდიდში სასულიერო პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ზუგდიდში სავარაუდოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია ორი მოქალაქე, მათ შორის ერთი სასულიერო პირია. ფაქტზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

რაც შეეხება რაოდენობას, უწყებაში ამბობენ, რომ ეს ექსპერტების მუშაობის შემდეგ დაზუსტდება.
Print