ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე დღეს ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდება
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით უსუფაშვილი დღეს ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" "ლელოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი მოძრაობის სამომავლო გეგმებს, პროპორციულ არჩევნებს და ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს შეეხება. ამასთან, ყურადღება რეგიონში არსებულ პრობლემებზე გამახვილდება.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია ანაკლიაში 12 სექტემბერს გამართა.
Print