ახალი ამბები
ადვოკატი: დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირების ნაწილი თავდებში დაუდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ უთხრა. მისივე თქმით, მას ექნება შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს პატიმრობა.

"სასულიერო პირები მზად არიან, არ წყდება ზარები. ძალიან ბევრნი არიან თურმე კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ბერი არის მისაბაძი თავისი წარსულით. ისიც ადამიანია, ყველას დაუდგება განსაცდელის ჟამი და ამ ჟამს ჩვენ ვართ მის გვერდითო და არიან სასულიერო პირები რომლებიც მას თავდებში უდგებიან", - ამბობს ჯიტა გულუა.

ზუგდიდში დაკავებული მამა სიმონის (გიგა ქავთარაძე) აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალს დღეს წარუდგენენ

მეუფე გერასიმე ზუგდიდში დაკავებულ ბერზე: ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია

დაკავებული ბერის ადვოკატი: სასულიერო პირი პოლიციას თვითონ ჩაბარდა

ზუგდიდში სასულიერო პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
Print