ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა: ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე თვეს დასრულდება
ზუგდიდში, ს.კ. „ბაიას“ ბაზაზე საცურაო აუზის მშენებლობა თვის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერობის ყოფილმა კანდიდატმა  ზვიად სიჭინავამ უთხრა.

“გვინდა რომ ახალი წლისთვის ყველაფერი დასრულებული იყო. ფაქტიურად მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. პატარა აუზი და ჯაკუზი როგორც მე ვიცი 15 დეკემბერს უნდა ჩავაბარო. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ აუზი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამიტომ ფასი ერთ აბონემენტი იქნება 60-80 ლარი თვეში, რვა დასწრება.  ეს იქნება ევრო სტანდარტების შესაბამისი, რომელსაც ექნება ოთხი გასაწმენდი სისტემა, იქნება დიდი აუზი - 1, 80-იანი, ასევე,ბავშვებისთვის უფრო პატარა. იქნება სპა, სარეაბილიტაციო საშუალებები, საუნა, ჯაკუზი“, -ამბობს ზვიად სიჭინავა.

საცურაო აუზის მშენებლობა ზვიად სიჭინავამ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

გარდა ამისა, ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.

უფრო ადრე, 2018 წლის 30 მაისს კი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ზუგდიდელებს ხუბულავას ქუჩაზე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის აშენებას დაჰპირდა, თუმცა, პრემიერის განცხადების შემდეგ, ხუბუტიას ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ ავტორალის მოწყობა შესთავაზა.
Print