ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლის სავარაუდო ფასები
ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის უფასო იქნება. შესაბამისი პროექტი, რომელშიც გაწერელია ფასები, საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. ამის შესხებ,  რადიო „ათინათს“ ააიპ  „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ზვიად ქარჩავამ უთხრა. მისივე თქმით, ტარიფები განსხვავებულია და პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბაღში შესვლა სოციალურად დაუცველებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, 10 წლამდე ბავშვებისთვის და პენსიონერებისთვის უფასო იქნება.   

რაც შეეხება სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დაწესებულ სავარაუდო ფასებს, ის ასე გამოიყურება:

რეზიდენტი -2 ლარი;


არა რეზიდენტი - 5 ლარი;

მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 1 ლარი;

ერთთვიანი ინდივიდუალური პაკეტი - 10 ლარი;

ორთვიანი ინდივიდუალური პაკეტი - 25 ლარი;

ერთთვიანი საოჯახო პაკეტი - 15 ლარი;

სამთვიანი საოჯახო პაკეტი - 35 ლარი;

ააიპ  „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორის თქმით, ბაღში უფასოდ შესვლა შესაძლებელი იქნება ღირშესანიშნავ თარიღებში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, ორი წელია მიმდინარეობს, დასრულდა, თუმცა მისი გახსნის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე უცნობია.

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება დანარჩენ 30%-ს, მერიამ ის გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.













Print