ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი ევროპის ჩემპიონია
ზუგდიდელი ძალოსანი გურამ ვეკუა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი 15-17 წლამდელთა შორის ისრაელის ქალაქ ეილატში გაიმართა.

ვეკუამ ატაცში 118, 122 და 126 კგ დასძლია. ამასთან, მან მე-2 მისვლაზე საქართველოს რეკორდი - 2, ხოლო ევროპის რეკორდი 1 კგ-ით გაზარდა. გარდა ამისა, მესამე მისვლაზე ევროპის საუკეთესო შედეგი უკვე 5 კგ-ით გააუმჯობესა.

რაც შეეხება აკვრას, ქართველი ძალოსანი 144, 148 და 151 კგ-ს გაუმკლავდა. მან ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 277 კგ-ით გამარჯვებული გახდა.

ჯამში ვეკუამ საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს მედალი მოუტანა. 


Print