ახალი ამბები
სამეგრელოში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფოთში, ზუგდიდისა და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 78,680 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
Print