ახალი ამბები
ზუგდიდში ყოველ შაბათ-კვირას ტრადიციული რეწვის ნიმუშები გამოიფინება
ფრანგულ პარკში ერთი წლის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 10 პავილიონის განთავსება იგეგმება. ამის შესახებ დღეს საკრებულოში იმსჯელეს.

დეპუტატებმა UNDP-თან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე მერიისთვის თანხმობის მიცემას ერთხმად დაუჭირეს მხარი. „გაეროს განვითარების პროგრამა“ ეთნოცენტრის მოსაწყობად 60 000 ლარს გამოყოფს. ტენდერი მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების შემდეგ, დაახლოებით, ერთ თვეში გამოცხადდება.
Print