ახალი ამბები
მერაბ ქვარაიას ბანერის დაზიანებაზე საქმე აღიძრა
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბანერის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს. ბანერი, რომელზეც უცნობი პირების მიერ წარწერა „მონა“ იყო გაკეთებული, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ჩამოხსნა.



მაჟორიტარის ბიუროში ამბობენ, რომ ისინი ბანერის გამოცვლას მანამდეც გეგმავდნენ და უახლოეს დღეებში ახალი გაიკვრება. 

დეპუტატის ოფისის კედელზე გამოკრულ ბანერზე თეთრი და წითელი საღებავით „მონა“ მიაწერეს. მის ქვეშ, კედელზე კი წარწერა ჰეშთეგით „შეცვალე“ დატოვეს.

ამავე თემაზე: 

მერაბ ქვარაიას ბანერზე „მონა“ მიაწერეს 

"ამინ!" - სამოქალაქო აქტივისტების პასუხი მაჟორიტარს

Print