ახალი ამბები
ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6 მილიონ 500 ათასი ლარით აღემატება. ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი „ქართული ოცნების“ ყველა იმ დეპუტატმა (41 წევრი) დაუჭირა, რომელიც სხდომას ესწრებოდა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სხდომა პროტესტის ნიშნად ბიუჯეტის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე დატოვეს.

ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის მომდევნო წელს პრიორიტეტულია შემდეგი საკითხები:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია;

სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, სკოლამდელი განათლების ობიექტების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოწესრიგება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;

ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება;

2020 წლის დეტალური ბიუჯეტი იხილეთ აქ.

Print