ახალი ამბები
გაგრაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა (ვიდეო)
გაგრაში კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა 2 იანვარს, დაახლოებით, 20 საათზე მოხდა. „ქალი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიღუპა, მწოლიარე ავადმყოფი იყო და ცეცხლმოკიდებული ნაგებობიდან გამოსვლა ვერ მოახერხა“, - ამის შესახებ აფხაზურ მედიას გაგრის რაიონის სამაშველო - სახანძრო სამსახურის უფროსმა ამირან ფაჩულიამ განუცხადა. მისივე ცნობით, ადგილზე 7 ბრიგადა მუშაობდა, რადგან არსებობდა ხანძრის მთელს უბანში გავრცელების საშიშროება.

ცეცხლმა ნაწილობრივ დააზიანა ახლომდებარე სახლები. ამავე ცნობით, დამწვრობა მიიღო ორსართულიანი სახლის მეპატრონემ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
Print