ახალი ამბები
ზუგდიდში ძმის ქონების დაზიანებისთვის დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ძმის ქონების დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო, რითაც პროკურორის ანა არონიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. არონიას თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება აუცილებელი იყო, რადგან მისივე განმარტებით, არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მიმალვის საფრთხეები.

რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, თანდილა ჯოლოგუა დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა

სოფელ ინგირში ახალგაზრდა მამაკაცი ძმის სახლისა და მანქანების დაზიანების ფაქტზე დააკავეს. ბრალდებულის უფლებადამცველის თანდილა ჯოლოგუას თქმით, ძმებს შორის კონფლიქტი საერთო ბიზნეს ეხებოდა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ორი - 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის და 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.


Print