ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა "არჩევნების" შედეგების გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
რაულ ხაჯიმბა საკასაციო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ გაასაჩივრებს. შესაბამისი განცხადება „პრეზიდენტის" პრესასახურმა გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ გუშინ მიღებულმა გადაწყვტილებამ "პრეზიდენტის არჩევნების" მეორე ტურის ბათილად ცნობის შესახებ, შეიძლება საზოგადოებრივ - პოლიტიკური ვითარების გამწვავება გამოიწვიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ის არღვევს "კანონმდებლობას", წერს "აფსნიპრესი".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები.
Print