ახალი ამბები
სოხუმი: უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის არჩევნების შედეგები უკანონოდ ცნო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ“ დადგენილ ვადაში უნდა დანიშნოს განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2019 წლის სექტემბერში ჩატარდა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალხას კვიცინიამ - 46.19%.
ალხას კვიცინიამ გაასაჩივრა არჩევნების შედეგები, თუმცა „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ არ დააკმაყოფილა აფხაზი ოპოზიციონერის მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა საჩივრით.

9 იანვარს, საკასაციო კოლეგიის მიერ ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვისას, სოხუმში დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია. მომიტინგეების ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა.

რაულ ხაჯიმბამ შენობა უკანა კარებიდან დატოვა. დემონსტრანტები "პარლამენტის" რიგგარეშე სხდომის მოწვევას და "არჩევნების" შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

იმავე დღეს „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლოს აცილების თაობაზე და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.