ახალი ამბები
ზუგდიდში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდში უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 11 400 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.






Print