ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათები დააზიანეს
ახლად რეაბილიტირებულ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში  7 სანათი დააზიანეს. ამის შესახებ რადიო  "ათინათს"  ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ უთხრა.  მისივე თქმით, ფაქტზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ დააკავა, როდესაც ის ბაღის ტერიტორიას ტოვებდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

„არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა და რატომ დაამტვრია სანათები. ჩემმა თანამშრომლებმა ნახეს, თუ როგორ აზიანებდა ახალგაზრდა მამაკაცი მათ. დაურეკეს პოლიციას და ის მაშინ დააკავეს, როდესაც ბოტანიკურ ბაღს ტოვებდა“,- თქვა ქარჩავამ.

მანამდე, ბაღში ნავის ნიჩაბი და სკამი დააზიანეს.

რეაბილიტირებული ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. მოქალაქეებს აქ შესვლა უფასოდ თებერვლამდე შეეძლებათ, შემდეგ კი სატარიფო გეგმა ამოქმედდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


Print