ახალი ამბები
ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა
გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით სოფელ რუხის მკვიდრი 22 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა. თავდაპირველად ის აღნიშნული სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 19 იანვარს მოათავსეს, თუმცა მეორე დღეს ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის ბრიგადას გადაჰყავდა.

გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Print