ახალი ამბები
ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა. როგორც რადიო „ათინათს“ საგანგებოში უთხრეს, ზუგდიდს "მაგირუსის" ფირმის ახალი სახანძრო მანქანა უკვე ემსახურება. მათივე ცნობით, ავტოპარკის განახლება კიდევ იგეგმება.

რეგიონებისთვის განკუთვნილი 30-სახანძრო ავტომანქანა საქართველოში 2019 წლის ბოლოს ჩამოვიდა.


Print