ახალი ამბები
ჩხოროწყუში ორსართულიანი სახლი დაიწვა
ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მცხოვრებ ნუგზარ გულუას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ვერ მოხერხდა საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის გადარჩენა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს პროგრამულ დახმარებას გაუწევს.

ამავე თემაზე:

სოფელ ხაბუმეში დევნილ ოჯახს სახლი დაეწვა
Print