ახალი ამბები
ჩხოროწყუში "შეცვალეს" წევრების ცემაში ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოძრაობა ,,შეცვალეს” წევრების  მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე სრულად დააკმაყოფილა.

თავად ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება და თავს დამნაშავედ გრძნობს. ნუკრი გოგუა საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

"შეცვალეს" წევრები, ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიას და ნუკრი ცქიტიშვილს მას შემდეგ სცემეს, რაც ჩხოროწყუში მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად აქცია გამართეს.

იმავე დღეს პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ნუკრი გოგუა დააკავა. ის ჩხოროწყუს საკრებულოს აპარატის თანამშრომლის ძმაა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს.
Print