ახალი ამბები
ზუგდიდში „კარფურის“ გახსნა იგეგმება
ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“ ზუგდიდში მიმდინარე წლის ბოლომდე ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.

„მოლაპარაკების პროცესში ვართ, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ „კარფური“ წლის ბოლომდე გაიხსნება ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში“, - გვითხრეს პრესსამსახურში.

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად.

„კარფური“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 16 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

Print