ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღის სანათების დაზიანების გამო ახალგაზრდა მამაკაცი 1 წელს საპატიმროში გაატარებს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათების დაზიანების გამო ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი, საპროცესო შეთანხმების თანახმად, 1 წელს საპატიმრო დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი განრსაზღვრა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს.

გასულ თვეში ახლად რეაბილიტირებულ ბაღში 7 სანათი საღამოს საათებში დაამტვრიეს. მომხდარზე მალევე სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

ფაქტზე საქმე 187-ე მუხლით იყო აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.



Print