ახალი ამბები
ზუგდიდში მანქანა მდინარეში გადავარდა (ვიდეო)
ზუგდიდში, პიკაპის ტიპის ავტომობილი მდინარე ჩხოუშში გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა დინებამ რამდენიმე მეტრი წაიღო.

"რომ მივედი უკვე ამოჰქონდათ, მითხრეს ხალხიც იჯდაო მაგრამ ამოუყვანიათ. იყო სამაშველოც და პატრულიც", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

.შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს. ამავე ინფორმაციით შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა.
Print