რეგიონი
ზვიად ქარჩავა: ბოტანიკურ ბაღში წყლის გუბეების გაჩენასთან დაკავშირებით სპეციალისტები იმყოფებიან
ზუგდიდის ახლად რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ადგილას წყლის გუბეების დადგომასთან დაკავშირებით სპეციალიტები იმყოფებიან. როგორც რადიო "ათინათს" ბაღის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ უთხრა, ტერიტორიას ბოტანიკოსები,  მუნიციპალური განვითარების ფონდის და  შპს "ჯავას" წარმომადგენლები ათვალიერებენ.

"უხვი ნალექის გამო რამდენიმე ლოკაციაზე დაგროვდა წყალი.  ამაჟამად მუშაობენ სპეციალისტები და მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოგვარდება ეს საკითხი", - ამბობს ქარჩავა.

ორდღიანი წვიმის შედეგად ზუგდიდის ახლად რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ადგილას წყლის გუბეები დადგა. 

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა.


Print