ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერია: სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამოსწორება დაწყებულია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუშაობაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მერიაში გამოეხმაურნენ. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა ხორავას თქმით, აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა უკვე დაწყებულია.

„რეკომენდაციების საფუძველზე უკვე შედგენილია სამუშაო გეგმა, რომელიც ხარვეზების გამოსწორებას ითვალისწინებს. ეს გეგმა უკვე გაგზავნილია აუდიტის სამსახურში. ვაპირებთ შვიდივე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ“, - თქვა ხორავამ.

რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა და მისი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი არ პასუხობენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დრეს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ჩხოროწყუს მერიის მუშაობაში რამდენიმე ხარვეზი გამოვლინდა.

ამავე თემაზე:


სახელმწიფო აუდიტმა ჩხოროწყუს მერიის მუშაობაში ხარვეზები გამოავლინა
Print