ახალი ამბები
ზვიად ქარჩავა: ბოტანიკურ ბაღში მუშაობა გამოდარებისთანავე დაიწყება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, ბაღში წყლის გუბეების დადგომასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობას უახლოეს მომავალში, გამოდარებისთანავე დაიწყებს. მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობა მართვადია და მისი გამოსწორება მარტივად არის შესაძლებელი.

"როგორც მოგეხსენებათ ადგილზე იყვნენ მგფ-ს, სამშენებლო კომპანის და ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელიც ზედამხედველობას უწევდნენ ბაღის რეაბილიტაციას. გვითხრეს, როგორც კი კარგი ამინდები იქნება ჯგუფი ჩამოვა, ადვილად მოსაგვარებელი თემაა და მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდებაო", - თქვა ქარჩავამ.

გასულ კვირაში, ორდღიანი წვიმის შედეგად ახლად რეაბილიტირებულ ბაღში, მიწაში წყლის გუბეები რამდენიმე ადგილას დადგა. შექმნილი ვითარების შესასწავლად თბილისიდან სპეციალისტები იმავე დღეს ჩამოვიდნენ.
Print