ახალი ამბები
ზუგდიდში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ ჭითაწყარში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა 12 020 ღერი სიგარეტი ამოიღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print