რეგიონი
ერგეტაში საბავშვო ბაღი იწვის
ზუგდიდის სოფელ ერგეტაში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აღმზრდელებმა ბავშვების უსაფრთხო ადგილას გაყვანა უვნებლად მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი სახურავს მოედო. ამავე ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
Print