ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ შუქნიშანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სანომრე ნიშნით მოძრავი ფურგონი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგო მსუბუქად დაშავდა. თვითმხილველების ცნობით, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინისტრომ გამოძიება 267-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
Print