ახალი ამბები
ბრალდებულმა აღიარა, რომ ცოლი თვითმკვლელობამდე მიყვანა
ზუგდიდის სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია თავს დამნაშავედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან დღეს სასამართლო პროცესზე თქვა. მანამდე, ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა არ აკონკრეტებდა ბრალდების რა ნაწილში თვლიდა თავს დამნაშავედ.

რაიონულმა სასამართლომ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები უდაოდ ცნო, რის თანახმადაც პროცესზე მოწმეები არ დაიკითხება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან გარდაცვლილი ეკა მიქავას მშობლები. მათი თქმით, ყველა მოწმე უნდა დაიკითხოს, მათ შორის, დეპუტატი ზაზა ხუბუა, რომლის ბოსელშიც 33 წლის ქალი ჩამომხვრჩვალი იპოვეს. ოჯახი მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით ხუბუამ ყველაფერი იცოდა და ბაკურ სორდიას ხელს უწყობდა, რასაც დეპუტატი უარყოფს.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. ბაკურ სორდია პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სორდიას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 11-1 151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-1-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით არის აღძრული.

ამავე თემაზე:

შამგონაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მშობლები აციას მართავენ


Print