ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უძველესი ქვევრი დააზიანეს
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ბაღში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამავე ცნობით, დაზიანებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი - ქვევრი.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვა სახის დაზიანებები ფიქსირდება. მოვუწოდებთ მოქალაქეებს მოუარონ, დაიცვან და გაუფრთხილდნენ ბოტანიკურ ბაღს“, - ამბობენ ბაღის ადმინისტრაციაში.



გასულ თვეში, ბაღში ეზოს სანათები, სკამი და ნავის ნიჩბები დააზიანეს.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
Print