რეგიონი
სამეგრელოში უაქციზო სიგარეტი და თუთუნი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდში, რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ფოთში და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა. კონტროლი ასევე განხორციელდა გურიაში.  ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ჯამში 1, 758 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 39 კილოგრამი და 400 გრამი უაქციზო თუთუნი ამოიღეს.

ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.


Print