რეგიონი
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული, „მეტადონის“ შემცველი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს“, - ამბობენ უწყებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


Print